"არცერთი დამატებითი პუნქტი, სიტყვა, ფრაზა, ამერიკულ კანონში ჩამატებული არ იქნა და არ იქნება, სამი მოსმენის ფარგლებში, ბოლომდე ასე მივალთ. მხოლოდ და მხოლოდ იქნება მორგება ქართულ ენაზე და საკანონმდებლო სივრცეზე, იმ დათქმებით, რომ არცერთი დამატება, არცერთი სიტყვის სახით, ამ კანონში არ იქნება და იქნება ერთი ერთში ამერიკული კანონი. განსხვავება იქნება მხოლოდ სიდიდეში, იქნება უფრო მცირე ნაწილი, ვიდრე მთლიანად ამერიკული კანონია.
ცვლილება თუ შეეხება, შეეხება მაგალითად ისეთ საკითხებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად საქართველოს ჩაწერა და ა.შ. მაგალითად, იუსტიციის დეპარტამენტის ნაცვლად, რომელიც ცალკე საქართველოში არ არსებობს, იქნება ანტიკორუფციული ბიურო იმიტომ, რომ ეს უფლებამოსილება, რაც აქვს იუსტიციის დეპარტამენტს, საქართველოში აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს. ამ სახით მოერგება ქართულ რეალობაზე, სხვა არანაირი ჩანაცვლება სიტყვებისა კანონმდებლობაში არ იქნება.





