პოლონეთი

პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის ჯაშუშობისთვის ერთ პირს ბრალი წაუყენა

პოლონეთის პროკურატურამ ეთნიკურად უკრაინელ რუსეთის მოქალაქეს რუსეთის ჯაშუშობაში ბრალი წაუყენა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა. 

სასამართლოს მიერ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 5-დან 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

პროკურატურის მიხედვით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და მოტივად რუსეთთან იდეოლოგიურ კავშირებს ასახელებს. 

პოლონეთის პოლიციამ რუსეთის მოქალაქე მარტის დასაწყისში დააკავა, ხოლო ვარშავის სასამართლომ მისთვის 3-თვიანი წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. 

კომენტარები