დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის ძალებმა ცენტრალურ სირიაში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში

ისრაელის ცნობით, 25 მარტს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ცენტრალურ სირიაში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე კვლავ მიიტანეს იერიში.

"ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც დარჩენილი იყო სირიის ტადმორისა და T4-ის სამხედრო ბაზებზე. თავდაცვის ძალები განაგრძობენ მოქმედებას, რათა გაანეიტრალონ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ისრაელის მოქალაქეებს ემუქრება" - ამბობს ისრაელის არმია.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის საარტილერიო იერიშის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. ეს განცხადება მოჰყვა ისრაელის სამხედროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მათ მებრძოლებთან მოუხდათ შეტაკება, რომლებმაც ისრაელის ჯარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.  ისრაელის მხარის ცნობით, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავმა მებრძოლებზე იერიში მიიტანა.

კომენტარები