სტამბოლის დაკავებული მერი და ოპოზიციონერი ლიდერი, ეკრემ იმამოღუ X-ზე სილივრის ციხიდან წერს, რომ თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში ხალხის რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა და ამატებს, რომ არჩევნებზე ხალხი მთავრობას "სილას გააწნის".
"მინდა, სილივრის ციხიდან ახალი ამბავი გაგიზიაროთ, რომელიც ძალიან მახარებს. სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის არჩევნებში რეკორდულად მიიღეს მონაწილეობა. 15-მა მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. ქვეყნის მილიონობით ადამიანმა, რომლებიც მთავრობის შევიწროებისგან, გაკოტრებული ეკონომიკისგან, არაკომპეტენტურობისა და უკანონობისგან იტანჯებიან". - წერს იმამოღლუ.
მისი თქმით, ხალხმა ერდოღანს უთხრა, რომ "საკმარისია".
"არჩევნები მოვა, ერი დაუვიწყარ სილას გააწნის ამ ხელისუფლებას". - დაამატა მან.
ცნობისთვის, ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით 19 მარტს დააკავეს.
მომხდარის გასაპროტესტებლად ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
დაკავებიდან მალევე იმამოღლუ თანამდებობას ფორმალურად ჩამოაშორეს, ხოლო მის ნაცვლად მერის პოსტზე ნური ასლანი დაინიშნა, რომელიც ამჟამად სტამბოლის მოქმედი მერია.