თურქეთი

თურქეთში Deutsche Welle-ს კორესპონდენტი დააკავეს

ალიჯან ულუდაღი  
ერკან არიკანი/DW  

Deutsche Welle ავრცელებს ინფორმაციას, რომ გამოცემის კორესპონდენტი, ალიჯან ულუდაღი, რომელიც რამდენიმე წელია DW-ს თურქეთის ბიუროში მუშაობს, 19 თებერვალს ანკარაში დააკავეს. 

ის სტამბოლის უმაღლესი პოლიციის ორგანოს, სტამბოლის პროვინციული პოლიციის შტაბ-ბინაში გადაიყვანეს.

მას ბრალი ედება “საზოგადოებისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაში,” “პრეზიდენტის შეურაცხყოფაში” და “თურქი ერის, სახელმწიფოსა და ინსტიტუტების შეურაცხყოფაში.”

 ბრალდებები მის მიერ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაკეთებულ X-ის პოსტს უკავშირდება, სადაც ის DW-ს განმართებით, "აკრიტიკებს თურქეთის მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს, რამაც ISIS-ის შესაძლო ტერორისტების გათავისუფლება გამოიწვია. მან მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა." 

კომენტარები