Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 21 მარტს პირადად გამოაცხადებს მომავალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავების კონტრაქტის შესახებ, რომლის ღირებულება მინიმუმ 20 მილიარდი დოლარია.
მომავალი თაობის საჰაერო უპირატესობის (NGAD) პროგრამა კომპანია Lockheed Martin's F-22 Raptor-ის ტიპის საჰაერო ხომალდებს ახალი გამანადგურებლით ჩაანაცვლებს, რომელიც საბრძოლო დავალებებს დრონებთან ერთად შეასრულებს.
თვითმფრინავის დიზაინის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მკაცრად გასაიდუმლოებულია.
კომპანიები Lockheed და Boeing საინჟინრო და საწარმოო განვითარებისთვის კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ, რომლის საფუძველზეც ერთ-ერთი მათგანი შეკვეთების სახით რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს მიიღებს.
ამერიკელი ოფიციალური პირების მტკიცებით, დონალდ ტრამპი კონტრაქტის შესახებ ოვალურ კაბინეტში თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან ერთად განაცხადებს.
NGAD-ის პროგრამის ცენტრალური მიმართულება მეექვსე თაობის საჰაერო საბრძოლო ხომალდის შექმნაა, რომელიც მსგავსი ტიპის ჩინურ და რუსულ მეტოქეებთან გამკლავებას შეძლებს.





