სამხრეთ კორეის საპარლამენტო ოპოზიციამ პრეზიდენტის ვალდებულებების შემსრულებლის, ჩოი სანგ მოკის იმპიჩმენტს განიხილავს.
იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრა შედგება, იმპიჩმენტისთვის საჭირო იქნება საერთო ხმების ნახევარზე მეტი, თუმცა, ოპოზიციას არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავენ საკითხის დარეგისტრირებას.
ჩოი, რომელიც ასევე ფინანსთა მინისტრია, პრეზიდენტის მოვალეობებს ასრულებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს ქვეყანაში "გადატრიალების მოწყობის" მცდელობისთვის იმპიჩმენტი მოუწყეს.
ოპოზიციის მიერ ჩოის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება სავარაუდოდ გამოწვეულია პრეზიდენტის როლის შემსრულებლის მიერ ოპოზიციის რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებითა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დამტკიცების გაწელვით.
ჩოის ოფისს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. 20 მარტს პრეზიდენტის როლის შემსრულებელმა თქვა, რომ მისთვის მთავარი ქვეყნის სტაბილურობაა, ხოლო საკუთარ მომავალზე ფიქრი "ფუფუნებაა".