თერჯოლაში პოლიციამ 2 პირი მარიხუანას შეძენა, შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავა.
შსს-ს განცხადებით, დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები - 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ.
პოლიციამ ნივთმტკიცებად დაკავებული პირების როგორც პირადი ნივთები, ისე მათ მიერვე მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზების მიზნით განთავსებული მარიხუანა ამოიღო.
ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა და 19-273-ე მუხლებით დაიწყო, რაც პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას გულისხმობს.
დაკავებულ პირებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.