სადაც გამოვლინდებიან მფარველები ამ საქმესთან დაკავშირებით, იქ უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი და იქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა იყოს აბსოლუტურად დაუნდობელი.
ამერიკას ჯარის გამოყვანაც კი დასჭირდა მექსიკის და კანადის საზღვრებზე, არმიის გამოყვანაც კი, რათა ეს აღკვეცოს.
ჩვენ სპეცსამსახურები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ძალიან დიდ ბრძოლას ეწეოდნენ, ამას ყოველდღე ვხედავდით. პოლიციის და სპეცსამსახურების აგენტები შეფარული ვითომ ნარკოდილერებად და ნარკოშემძენებად ამ ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას და თვითონვე იღებენ ამ ნარკოტიკების გადაცემას.





