ნარკოპოლიტიკა

კალაძე: ნარკოლოგიური შემოწმებისთვის ნებისმიერ დროს მზად ვარ

გვინდა ადამიანებს დავეხმაროთ, სწორედ ეს არის ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრების მიზანი. გვინდა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას, დავეხმაროთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მხარში ამოვუდგეთ მათ და, ზოგადად, გვინდა შეიცვალოს საზოგადოებაში დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი. 

[...] [ნარკოლოგიური შემოწმებისთვის] ნებისმიერ დროს მზად ვარ, თუმცა, საბა ბუაძესთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. 

ამბობს კახა კალაძე საბა ბუაძის პასუხად.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, საბა ბუაძემ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ინიციატივასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრებს მიმართა, რომ სავალდებულო ნარკოშემოწმება ჯერ თავად გაიარონ, შემოწმება კი კახა კალაძით დაიწყონ.

კომენტარები