რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიუროს ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორთან, ჯონ რეტკლიფთან, სატელეფონო საუბარი გამართა და მხარეები რეგულარული კავშირების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
"საუბრის დროს საერთო ინტერესის მქონე სფეროებში ორ სადაზვერვო სამსახურს შორის ურთიერთქმედების საკითხი და კრიზისული სიტუაციების მოგვარება განიხილეს". - განაცხადა რუსულმა სააგენტომ.