ნარკოპოლიტიკა

მაჭარაშვილი ნარკოპოლიტიკაზე: აქამდე, კანონის გამკაცრებაში ხელს Deep State გვიშლიდა

ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, როცა ხალხს სიმართლე გავაგებინეთ, ხელისუფლებას საშუალება მიეცა, ის ნაბიჯები გადაედგა, რაც აუცილებელია ეროვნული იდენტობის მახასიათებლების შესანარჩუნებლად. იგივე, გენოფონდის შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი მთავარი ეროვნული საკითხია, რომ საქართველოში გენოფონდი გადარჩეს და საზოგადოება ჯანსაღი წესით ცხოვრობდეს.

აქამდე კანონმდებლობის გამკაცრებაში ხელს "დიფ სთეითი“ გვიშლიდა. ამერიკის ელჩის სახით მათი მეფისნაცვალი იჯდა, ყოფილ ელჩს ვგულისხმობ. ასევე ბრიუსელიდან ევროკავშირის ელჩია, რომელთა პირდაპირი ჩარევები იყო. პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის განცხადებები ნახეთ, რომ მაგიდაზე ხელების ბრახუნით საკითხების გადაწყვეტა უნდოდათ. ახლა ის დრო დადგა, როცა შეგვიძლია, ეროვნული საკითხები წინა ხაზზე წამოვწიოთ.

ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ივანიშვილის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე.

კომენტარები