ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი ჰოსპიტალიზებულია

TASS

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი ჰოსპიტალიზებულია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთის ლიდერის პრესმდივანმა, ნატალია ბოსიკოვამ აცნობა. მისი თქმით, "სანერვიულო არაფერია".

"სახელმწიფოს მეთაური ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება, სადაც მას ექიმთან შემოწმება აქვს დაგეგმილი. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაინტერესდა და განიცდის, მაგრამ არაფერია სანერვიულო." - თქვა ბოსიკოვამ.

აქამდე რამდენიმე ტელეგრამ არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაგლოევი, გულის შეტევის ეჭვით, სასწრაფოდ გადაიყვანეს ვლადიკავკაზის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. როგორც Сапа წერს, საავადმყოფოს ესტუმრა რუსეთის სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური სერგეი მენიაილო.

კომენტარები