სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნების დროს შეცდომით დასახლებული პუნქტი დაბომბეს

სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნის დროს ორმა KF-16 ტიპის ავიაგამანადგურებელმა შეცდომით დასახლებული პუნქტი დაბომბა.

შემთხვევა დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ პოჩონში მოხდა. დაბომბვის შედეგად, ამ დროისთვის, 15 პირია დაშავებული, მათ შორის, ორი სამხედრო პირი და ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ასევე, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება. 

სამხრეთ კორეის სამხედრო საჰაერო ძალების განცხადების მიხედვით, ინციდენტის თაობაზე დაწყებულია გამოძიება. 

კომენტარები