ძალადობა

შსს: "კრაბ კოფის" თანამშრომლებზე თავდამსხმელი დაკავებულია

ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს, რომ "კრაბ კოფის" თანამშრომლებზე თავდამსხმელი მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ თბილისში, ერთ-ერთ უბანში, "კრაბ კოფის" თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კრაბ კოფის" თანამშრომლებს, რომლებიც რუსთაველზე საპროტესტო აქციების მონაწილეებს ცხელი სასმელებით უმასპინძლდებიან ხოლმე, თავს დაესხნენ.

კომენტარები