თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, გაკვეთილების შემდეგ, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნაცემია ერთ-ერთი მოზარდი.
ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დაშავებული არასრულწლოვნის დედა, ქეთი გუგეშაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვი უკვე სახლშია.
"უპირველესად ყველას დიდი მადლობა ჩვენი ამბის გულთან ახლოს მიტანისთვის, მოკითხვისთვის, თანადგომისთვის!!! იმდენი ზარი, მოწერილი თუ კომენტარი იყო, წარმოუდგენილია ყველას უპასუხო, მადლობა ყველას!
ბავშვი უკვე სახლშია. საბედნიეროდ, ჩვენ ისეთი მშობლები შეგხვდა, სწორად რომ აფასებენ სიტუაციას და არა ისეთი "მართალ, უდანაშაულო და ამ დროს მკვლელებს" რომ ზრდიან.
რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალი წარიმართება სამართლებრივად!!!" - ნათქვამია მშობლის Facebook პოსტში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





