ძალადობა

"იძალადა კაცზე, დაშავებული კლინიკაშია" – ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მამაკაცზე. 

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს". - წერს უწყება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები