თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
"წარუდგინეს ბრალდება დაუსრებლად საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით. პირადად საქართველოში არ იმყოფება და ჩავიბარე მე ბრალის დადგენილება. [...] საერთაშორისო ძებნამდე უნდა გამოცხადდეს შიდა ძებნა. ჩვენს შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეეფარდოს პატიმრობა, ეს საფუძველი ხდება შიდა ძებნის" - თქვა ლევან მახაჩაშვილმა.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.





