გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

კობახიძე ბაჩიაშვილზე: კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ

თქვენ ზოგადად იცით, რომ როცა ხდებოდა კონკრეტული ტიპის დანაშაულების ჩადენა, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ამ საქმეების პოლიტიზებას და ასეთი უამრავი საქმე გვახსოვს, იყო ისეთი დანაშაულებრივი საქმეები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში პოლიტიკასთან, თუმცა, აქაც კი ახერხებდნენ სპეკულაციებს.

ამ მაგალითზეც დაადასტურა იმ მოვლენებმა, რომელიც განვითარდა - გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, დანარჩენი იყო უკვე, ბუნებრივია, სამართალდაცავი ორგანოების საქმე. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში.

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე გიორგი ბაჩიაშვილის საპროცესო გარიგებით გათავისუფლებაზე.

კომენტარები