ოსკარი

ზოი სალდანამ საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარი მიიღო

ზოი სალდანა
The Guardian

2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის კატეგორიაში ზოი სალდანა გახდა. მსახიობმა ჯილდო ემილია პერესში შესრულებული როლისთვის მიიღო.

კატეგორიაში მისი კონკურენტები იყვნენ მონიკა ბარბარო, არიანა გრანდე, ფელისიტი ჯონსი, ისაბელა როსელინი. 

სალდანასთვის ეს პირველი ნომინაცია და გამარჯვებაა.

კომენტარები