2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში მაიკი მედისონი გახდა. მსახიობმა ჯილდო Anora-ში შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო.
კატეგორიაში მისი კონკურენტები იყვნენ სინთია ერივო, კარლა სოფია გასკონი, ფერნანდა ტორესი და დემი მური.
მედისონისთვის ეს პირველი ნომინაცია და გამარჯვებაა.