2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებული საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში ედრიენ ბროუდი გახდა. მსახიობმა ჯილდო The Brutalist-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.
კატეგორიაში მისი კონკურენტები იყვნენ კოლმინ დომინგო, რალფ ფაინსი, ტიმოთე შალამე, სებასტიენ სტენი.
ბროუდისთვის ეს მეორე ნომინაცია და მეორე გამარჯვებაა. პირველი ოსკარი მსახიობმა პიანისტში შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო.