ყოველწლიურად ჩვენ დაახლოებით 85-100 მილიონ ევროს ვხარჯავთ სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად. ამ თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ ეძლეოდა საქართველოს მთავრობას, დაახლოებით 50% სახელმწიფო ბიუჯეტს, დიდი ნაწილი ჩვენ პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროებთან მუშაობენ და მხოლოდ მცირედი ნაწილი ეძლეოდათ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოს მთავრობის ქმედებების პასუხად, რომ შევწყვიტოთ მათი დაფინანსება და შევაჩეროთ თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამინისტროებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, ამ თანხის ნაწილი მაინც გადავამისამართოთ სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისკენ.
[...] USAID-ის დაფინანსების შეჩერების კონტექსტში, ბევრ ორგანიზაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს თავისი ადგილობრივი საზოგადოებებისთვის, დახმარება სჭირდებათ და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ეს დახმარება





