ჰოლივუდის ლეგენდა, 2 ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი ცოლი, პიანისტი ცოლი, ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.
შემთხვევა ქალაქ სანტა-ფეში მოხდა. ჰეკმანი 95, ხოლო მისი ცოლი 63 წლის იყო.
სანტა-ფეს პოლიციამ სიკვდილის ოფიციალური მიზეზი არ დაასახელა.
"ვადასტურებთ, რომ ჯინ ჰეკმანისი და მისი ცოლი, ბეტსი არაკავა ოთხშაბათს საკუთარ სახლში გარდაცვლილები ვიპოვეთ, მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია". – თქვა პოლიციის წარმომადგენელმა.
მედიის ინფორმაციით პოლიციამ ასევე მკვდარი იპოვა წყვილის ძაღლი.
ჯინ ჰეკმანმა 40-წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.
პირველი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა 1967 წელს ფილმში ბონი და კლაიდი.
მსოფლიო პოპულარობა და პირველი ოსკარი ჰეკმანს უილიამ ფრიდკინის French Connection-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა.
1970-იან წლებში შეასრულა როლები ფილმებში The Conversation, Young Frankenstein, The Domino Principle, A Bridge Too Far, Superman, Superman II.
1992 წელს კლინტ ისტვუდის ვესტერნში The Unforgiven შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო მეორე ოსკარი.
ბოლო დასამახსოვრებელი როლი ითამაშა უეს ანდერსონის კომედიაში The Royal Tenenbaums.
ოსკარის გარდა, მიღებული აქვს ორი BAFTA-ს ჯილდო, ოთხი ოქროს გლობუსი, ბერლინის კინოსფესტივალის ჯილდო, 10 კინოკრიტიკოსთა ჯილდო.
1991 წელს ჯინ ჰეკმანი დაქორწინდა კლასიკური მუსიკის პიანისტზე, ბეტსი არაკავაზე.





