26 თებერვალს პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა ისრაელს კიდევ 4 დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედარი გადასცა.
სანაცვლოდ ისრაელმა 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, მათი ნაწილი ისრაელის ძალების მიერ ღაზაში იყვნენ დაკავებულები, ნაწილი კი ისრაელის ციხეებში იხდიდა სასჯელს.
ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე სხეულიების პირველადი იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელში დაბრუნებული ბოლო ოთხი ცხედრის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სრული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მოგვიანებით ჩატარდება.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ჰამასმა მძევლების ცხედრები წითელ ჯვარს გადასცა. ისრაელის ინფორმაციით, კუბოები ეგვიპტელი შუამავლების დახმარებით ისრაელის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გადასცეს.
ნაადრევი ცნობების მიხედვით, ჰამასმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა სხეულები ცახი იდანს, იცხაკ ელგარატს, ოჰად იაჰოლომის და შლომი მანცურს ეკუთვნით. ოთხივე ადამიანი ჰამასმა 2023 წლის 7 ოქტობრის თავდასხმის დროს თავიანთი სახლებიდან გაიტაცა.