სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ადამიანთან და ოჯახთან მივიდეს. მაქსიმალური კეთდება, ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური, დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად სახელმწიფო დაწესებულებებში, ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, ეხმარებიან მაქსიმალურად მოსახლეობას.
არის ადგილები ძალიან სამწუხაროდ, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი, ყველაზე მაღალი განმავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე სოფელი და რამდენიმე ოჯახი, საიდანაც არის რაღაც პრობლემები და საგანგაშო სიგნალები და ამ წუთამდე დეტალურად ვიცით, სახელებით და გვარებით და ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით, და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, იმდენად დიდი თოვლია, ადგილებში დადგა თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება, უბრალოდ მძიმე ტექნიკა მუშაობდა თოვლი სად წაეღოთ, აღარ იცოდნენ.
[...]
ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე, სოფელ ნინოშვილში, ლანჩხუთში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და გარდაიცვალა სტიქიის გამო.
წარმოიდგინეთ, 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას და ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდათ, ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან, ისედაც რთული ვითარებაა, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს და ესენი აპანიკებენ, მავნებლობის ხარისხი წარმოიდგინეთ, რომ სადღაც იღუპებიან ადამიანები, იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ მიუსწრო სასწრაფომ ვერ მიუსწრო. ამ მავნებლობას 2-3 დღით მაინც დაანებონ თავი და 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებას მაინც ნუ მიაწერენ სტიქიას.





