დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

დასავლეთ საქართველოში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით 27 თებერვლამდე შენარჩუნდება - სააგენტო

ოზურგეთი, სოფელი დვაბზუ, 25 თებერვალი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 27 თებერვლამდე შენარჩუნდება, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 

"27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)" - წერს სააგენტო.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ისინი დახმარებას ითხოვენ და უყურადღებობაზე საუბრობენ.

მოქალაქეების ნაწილს არ მიეწოდებათ შუქი და წყალი, დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. გურიის სოფელებში არის მსხვერპლიც.

კომენტარები