კაია კალასის განცხადება ევროპულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპს სრულად ეწინააღმდეგება. მან თქვა, რომ ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს. ანუ, აღარ არსებობს კანონი, სასამართლო - არაფერი არსებობს, ხომ? უცხოელი პოლიტიკოსის გემოვნებაზე უნდა იყოს, ვინ გათავისუფლდეს და ვინ დავიჭიროთ. დღეს ბრიუსელი ამას გვეუბნება, ხომ? თვითონ გვეუბნებიან, ლამის სიები მოგვცენ, ვინ უნდა დავიჭიროთ და ვინ უნდა გავათავისუფლოთ. ეს არის ბრიუსელის პერსპექტივიდან კანონის უზენაესობის გაგება? რა თქმა უნდა, ამას კანონის უზენაესობასთან არაფერი საერთო არ აქვს.
საქართველო-ევროკავშირი
პაპუაშვილი: კაია კალასის განცხადება ევროპულ ღირებულებებს სრულად ეწინააღმდეგება
tbl.ge/736d
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას. კალასმა თქვა, რომ პროტესტის ყველა მონაწილე დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ქართული ოცნებაშალვა პაპუაშვილიკაია კალასისაქართველო-ევროკავშირიევროკავშირი-საქართველოევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ეს განცხადებები გამაოგნებელია - ის აქ პროკურორად არავის დაუნიშნავს
- ზურაბიშვილი: რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არალეგიტიმურია
- ჯაფარიძე: დღემდე არ გვინახავს ისეთი მწვავე რეზოლუცია, როგორიც დღეს ევროპარლამენტმა მიიღო
- ევროპარლამენტის რეზოლუცია: არ ვცნობთ ოცნების მთავრობას, ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილია
- იოზვიაკი: ხვალინდელი რეზოლუცია ლეგიტიმურ პრეზიდენტად ზურაბიშვილის აღიარებას განაგრძობს