FARA-ს კანონის ერთი-ერთში გადმოწერა ინგლისურიდან ქართულად; მათ შორის, მედიის კანონზე მუშაობა, შემდეგ დაინიცირება, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება და შემდეგ მისი საბოლოო სახის, ანუ კანონის სახის მიცემა ამას ემსახურება, რომ Fake-ნიუსებისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება. მათ შორის, ასევე მახსენდება ერთ-ერთი პირველი ის, რომ სავალდებულობა მოიხსნას NGO სექტორის წარმომადგენლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობისა. მსგავსი საკითხები გაგრძელდება გამოწვევების პარალელურად.
ჩვენ ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ ნაცმოძრაობის მედიის წარმომადგენლები და NGO სექტორის წარმომადგენლებიც, მათ შორის, მომიტინგეები, რომლებიც ყოველდღიურად გვაძლევენ ნიშანს, რა უნდა გამორიცხოს სახელმწიფომ, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს; რას არღვევენ კანონის გვერდის ავლით, თუ მის გარეშე, ხშირ შემთხვევაში არის შემთხვევევები, როდესაც ისინი პოულობენ ე.წ. ხვრელს კანონში, როგორ დაასუსტონ სახელმწიფო. ამაზე გამოძიებაც არის დაწყებული. როგორ მოახერხონ საბოტაჟი ისე, რომ კანონის რომელიმე ნორმა არ არქმევდეს მათ მიერ ჩადენილ რეალურ საბოტაჟურ ქმედებას საბოტაჟს და როგორ აცდნენ ამ პასუხისმგებლობას. [...]
პირდაპირ გვკარნახობენ, ყოველდღიურ რეჟიმში, რომელი კანონი რა მიმართულებით არის დასახვეწი. მერე კი იძახიან (ამაზეც დიდი დაფინანსება იხარჯება), მაგრამ რეალურად ჩვენ კიდევ უნდა.. მათი სლოგანი, რომელიც მე გავიმეორე და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ, უნდა გავიმეოროთ მართლა, რეალობაში უნდა მოვიტანოთ: არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!