საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია. 

განცხადების თანახმად, ის უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ქართლის ამბების ინფორმაციით, მამუკა ბაღაური ე.წ. საზღვრის "უკანონო გადაკვეთისთვის" საოკუპაციო ძალებმა 6 ივნისს დააკავეს.

"უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კომენტარები