ლატვია-რუსეთი

ლატვია რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ყიდვის აკრძალვას გეგმავს

Delfi.lv

ლატვიის სეიმი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ყიდვის ამკრძალავ კანონს განიხილავს.

ახალი კანონმდებლობა არამხოლოდ კერძო პირებზე, არამედ უძრავი ქონების კომპანიებზეც გავრცელდება.

11 თებერვალს სეიმის იურიდიულმა კომისიამ პარტია ახალი ერთობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ავტორების თქმით, აკრძალვა ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება. 

"ინიციატივის მიზანია შეზღუდოს ჰიბრიდული საფრთხე. ეს ნაბიჯი ლატვიაში შეანელებს იმ პირებისა და კომპანიების გავლენას, რომლებიც არასასურველ ქვეყანას წარმოადგენენ". – თქვა კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა აგნესა კრასტამ.

აკრძალვა ორივე ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხება და მხოლოდ კანონის ძალის შესვლის შემდეგ დადებულ ქონებრივ ხელშეკრულებებს შეეხება. 

ცოტა ხნით ადრე, ანალოგიურ ზომებს მიმართა ფინეთმა, სადაც გასულ წელს რუსული კომპანიების მიერ ინიცირებული რამდენიმე მსხვილი შეთანხმება კანონის ძალით გაუქმდა.

ლატვიის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრიდან რეესტრში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების, ან ქვეყნებთან დაკავშირებული კომპანიების მიერ უძრავი ქონების შეძენის 38 ფაქტი დაფიქსირდა. 

ლატვიაში სანქციების გამო გაყინული უძრავი ქონების 103 ობიექტი, მათი უმრავლესობა საკურორტო ქალაქ იურმალაში მდებარეობს.

კანონპროექტი ასევე მოიაზრებს მსგავსი ქონების ანდერძით გადაცემის აკრძალვასაც.

"მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა პრაქტიკული ასპექტი, რომ კანონი არ გახდეს ფორმალური ნორმა, რომლისთვის გვერდის ავლა მარტივია". – თქვა ნოტარიუსების საბჭოს თავმჯდომარემ, იევა მეტუზალემ.

ლატვიის სეიმი კანონს სამი მოსმენით განიხილავს.

კომენტარები