ლატვია-რუსეთი

ლატვია რუსეთის საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის დახურვას გეგმავს

Baltic News Network

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები ორი პუნქტის დახურვას გეგმავს. უწყება შესაბამისი პროექტი წარადგინა.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში დაიხურება პედეზდესა და ვიენტულის გამშვები პუნქტები. 

შსს-ს განმარტებით პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა იმავე საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან უკრაინის მოქალაქეების შესვლა აკრძალა.

სამინისტროში მიაჩნიათ რომ რუსული მხარის გადაწყვეტილება "ეროვნული უსაფრთხოებისთვის შემცველ საფრთხეს შეიცავს".

16 ოქტომბრიდან რუსეთში უკრაინელებს მესამე ქვეყნებიდან შესვლა მხოლოდ ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შეეძლებათ. პირველი არის შერემეტიევოს აეროპორტი, ხოლო მეორე არის ლუდონკა პსკოვის ოლქში.

კომენტარები