თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი - ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000-მდე აბონენტს შეუწყდა

9 თებერვალს, თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში, ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება 150 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

კომპანიის ცნობით, დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია.

"დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია.

გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ამისთვის თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.

შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 -მდე აბონენტს შეუწყდა.

ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ - შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.

თბილისი ენერჯი კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.

გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები