თბილისი ენერჯის განცხადებით, დაუდგენელი მიზეზის გამო, ცენტრალური გაზსადენი დაზიანდა, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებდა.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღსადგენად ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ.
"დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური დე 500 მილიმეტრიანი გაზსადენი რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს. გაზსადენის აღსადგენად თბილისი ენერჯის ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.
ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო"- ნათქვამია თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება გაზმომარაგება.





