თბილისი ენერჯი

15 მაისს ისნის რაიონის 7 700 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება - თბილისი ენერჯი

getty images

თბილისი ენერჯის განცხადებით, ავარიის შედეგად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის სარემონტო სამუშაოების გამო, ხუთშაბათს - 15 მაისის 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გაზის მიწოდება ისნის რაიონის 7 700 აბონენტს შეუწყდება.

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 15 მაისის 15:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე.

"თბილისი - ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ, ყურადღებით იყავით. არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში" - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები