სამხრეთ კორეაში, ბუსანის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მდგომ სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
Air Busan-ის თვითმფრინავი ჰონგ-კონგში უნდა გაფრენილიყო, ცეცხლი თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩნდა.
ბორტზე მყოფმა 169 მგზავრმა და 7 ეკიპაჟის წევრმა გასაბერი ტრაპების მეშვეობით ევაკუაცია დროულად შეძლეს. არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.