სამხრეთ კორეაში 29 დეკემბერს ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ორივე ძრავში ფრინველის სისხლი და ბუმბულები იპოვეს.
ავიაკატასტროფის ოფიციალურ მიზეზად ფრინველებთან კონტაქტი ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ, თუმცა გამოძიება ძრავში ფრინველების მოხვედრისგან მიყენებული ზიანის მასშტაბს იკვლევს.
კორეული კომპანიის, Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 179 დაიღუპა.
Boeing 737-800 თვითმფრინავი მუანის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
ტრაგედიის შემდგომ ცნობილი გახდა, რომ აეროპორტმა თვითმფრინავი ჩიტთან შეჯახების სავარაუდო საფრთხის შესახებ ავარიამდე გააფრთხილა და პილოტს სხვა ტერიტორიაზე დაშვების ნებართვა მისცა.