სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის დაკავებულ პრეზიდენტს ბრალი აჯანყების მცდელობაში წარუდგინეს

სამხრეთ კორეის დაკავებულ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა მას აჯანყების მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს.

2024 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა იუნმა ყველასთვის მოულოდნელად ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. რამდენიმე საათში პარლამენტის შენობას სამხედრო პირები იცავდნენ, თუმცა ოპოზიციამ მაინც შეძლო გვიან ღამით მშენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება. 

ამის შემდეგ, პარლამენტმა მას იმპიჩმენტი მოუწყო და შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს საქმის გამოძიება. 

სეულის სასამართლომ უარი თქვა პრეზიდენტის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებაზე, რის გამოც პროკურატურას ბრალის ოფიციალურად წარდგენა მოუწია.

სამხრეთ კორეის კანონმდებლობით, აჯანყების მოწყობა უვადო პატიმრობით ან სიკვდილით ისჯება, თუმცა უკანასკნელს კორეაში უკვე ათწლეულებია აღარ იყენებენ. 

 

 

 

კომენტარები