რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპი: საუდის არაბეთს ვთხოვ, ნავთობის ფასი შეამცირონ, უკრაინაში ომი მაშინვე დასრულდება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, საუდის არაბეთი და OPEC ნავთობის მაღალი ფასების გამო უკრაინაში მიმდინარე ომზე არიან პასუხისმგებელნი. აშშ-ს პრეზიდენტმა საუდის არაბეთსა და OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირების თხოვნით მიმართა

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 23 იანვარს ისაუბრა.

"მე ვთხოვ საუდის არაბეთს და OPEC-ს, შეამცირონ ნავთობის ფასი. თუ ნავთობის ფასი დაეცემა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მაშინვე დასრულდება! [...] ისინი [საუდის არაბეთი და OPEC], გარკვეულწილად, ძალიან პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც ხდება" - თქვა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებების შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი 1%-ით შემცირდა. ამ მომენტისთვის, ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 80 დოლარია.

ინაუგურაციის შემდეგ  დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ტრამპი ვიდეომიმართვის ფორმატში საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე პირველად წარსდგა.

კომენტარები