ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

23 იანვარს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტს წარადგენს

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი საპროტესტო მანიფესტს აანონსებს, რომლის წარდგენაც 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ შედგება.

"21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა! ჩვენ ვიწყებთ! გელოდებით ყველას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს". - წერია თეატრის ანონსში.

მანამდე, 11 იანვარს ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც ის ახალი თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა.

10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.

კომენტარები