თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.
10 იანვრის სასამართლო სხდომაზე 11 ადამიანის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ერთ წარმოებად გაერთიანებული საქმეები განიხილეს.
9 იანვარს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებდა, რომ გამოძიებამ საქმეები ერთ წარმოებად "ხელოვნურად გააერთიანა" და ეს უკანონოა.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



![ახლა ვინც არის [სუს-ში ივანიშვილისთვის] სანდო და თავისი არ არის?! – შარმანაშვილი](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2024/09/410184772_7663986620284502_8386643929780697349_n.jpg?h=31908307&itok=lgGp71ef)

