ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითა ჰამასმა ბოლო წუთას "კრიზისი შექმნა", რის გამოც შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალოს.
"ჰამასი არღვევს შეთანხმებებს და ბოლო წუთას "კრიზისს ქმნის", რომელიც (სამშვიდობო) შეთანხმების მიღწევას უშლის ხელს".
განცხადებაში ასევე წერია, რომ ისრაელის მინისტრთა კაბინეტი არ მოაწერს ხელს სამშვიდობო დოკუმენტს, სანამ მედიატორები არ დაადასტურებენ, რომ ჰამასი ყველა მოთხოვნას შეასრულებს.
15 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისევე, როგორც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურეს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეულია.
მოგვიანებით ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიუაჰუმ თქვა, რომ რამდენიმე დეტალი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და იქამდე სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება.