პოლონეთი

პოლონეთმა გამოავლინა რუსული ჯგუფი, რომელიც არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა

პოლონეთში გაშიფრეს ჯგუფი, რომლებიც რუსეთის დაზვერვის დავალებით დეზინფორმაციას ავრცელებდა მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. 

"უკანასკნელ დღეებში, მოხდა კიდევ ერთი რუსული ჯგუფის ამოცნობა, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ არის გადამზადებული და ინსპირირებული და რომლის მიზანიც პოლონეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენაა" – ამბობს ციფრული საკითხების მინისტრი, კშიშტოფ გავკოვსკი პოლონურ მედიასთან საუბრისას.

მან ასევე თქვა, რომ იანვრის ბოლომდე სამინისტრო წარადგენს არჩევნებში მსგავსი ჩარევებისგან დაცვის გეგმას.

2024 წლის სექტემბერში, პოლონეთის სპეცსამსახურებმა რუსი და ბელარუსი ჰაკერების ქსელი გამოავლინეს, რომელიც სახელმწიფოს თავდაცვის ორგანოებში შეღწევას და ინფორმაციის მოპარვას გეგმავდა.

 გავკოვსკის, განმარტებით ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2024 წლის მსვლელობისას შეჩერებულია 400 000-ზე მეტი კიბერშეტევის მცდელობა.

კომენტარები