რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომ ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი ყველამ უნდა აგოს. ქვეყანაში არ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გარკვეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტია, რომელმაც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა.
არ ვიცი ეს ვისი დავალებით კეთდებოდა, ვის ინტერესებს ემსახურებოდა. თუმცა, ფაქტები სახეზეა - დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები, მივიღეთ ლტოლვილები. ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება.
ქართული ოცნება
კალაძე: ვისაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს
