აშშ-ქართული ოცნება

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი დარეგისტრირდა

© Allison Robbert, AFP file photo

აშშ-ს კონგრესში დარეგისტრირდა რესპუბლიკელი ჯო უილსონისა და დემოკრატი სტივ კოენის მიერ წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას კრძალავს.

კანონპროექტის სათაურში წერია, რომ მისი მიზანია აიკრძალოს აშშ-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან სხვა ნებისმიერი საქართველოს მთავრობის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, აღიარება.

ამჟამად ასევე ცნობილია, რომ აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და იურიდიულ კომიტეტებში განსახილველად არის გადაგზავნილი.

ამ დროისთვის კანონპროექტის ტექსტი გამოქვეყნებული არ არის, თუმცა გუშინ, 9 იანვარს, Fox News-ის ასოცირებული პროდიუსერის, ნანა საჯაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა".

საჯაიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების პრეცედენტად ავტორებს უილსონის მიერ 2023 წელს წარდგენილი "ასადის მთავრობის არაღიარების აქტი" მოჰყავთ, რომელიც კონგრესმა 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კომენტარები