აშშ-ქართული ოცნება

კონგრესის წევრები "ოცნებაზე" წნეხის გასაზრდელად აშშ-ს სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ

© Allison Robbert, AFP file photo

აშშ-ს სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებისკენ მოუწოდებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში აღწერილი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

"ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: "ქართული ოცნება"ქართველ ხალხს მათ მძიმე ბრძოლაში მოპოვებულ თავისუფლებას ჰპარავს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს.

ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს ოფიციალურ პირებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რათა დაჟინებით მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.

უნდა მოვითხოვოთ, რომ მათ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლონ , ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები მოხსნან და გაიწვიონ არადემოკრატიული და უსამართლო კანონები".

განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, დემოკრატი სენატორი შელდონ უაითჰაუსი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი და დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი.

კომენტარები