ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს პრაქტიკულად დაშლის პირასაა. რამეთუ, ყველა მისი ინსტიტუტი, პირველ რიგში კონსტიტუცია აღარ არსებობს, ეს კონსტიტუცია არის ფეხქვეშ გათელილი. არა მხოლოდ, იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და რომელიც არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეიძლება, რომ დავუბრუნდეთ რუსულ წარსულს.
[...]
ასევე, დიდი ხანია, რაც ჩვენი სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს იმისას, თუ რა უნდა იყოს სასამართლო დემოკრატიულ ქვეყანაში. მიდიოდა მცდელობები სხვადასხვა ტიპის ამ სასამართლო სისტემის რეფორმირების. დღეს ეს უკვე აღარ არის დღის წესრიგში, არანაირი არათუ რეფორმა. აღარ არსებობს სასამართლო და ეს დავინახეთ ძალიან ნათლად არჩევნების დროს.
[...]
პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. არის რაღაც ერთპარტიული შეკრება, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ, ან რის საფუძველზე ან ვისი ინსტრუქციით იღებს არავინ იცის. ეს ინსტრუქციები მოდის ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა არის მიღებული, აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება დიდ ხანია, რაც არ ვიცით ან რატომ მოხსნეს ვიღაც თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი, ესეც არის იმ დემოკრატიული პრინციპების დარღვევა, რომელზედაც შედნებოდა ნელ-ნელა ეს ქვეყანა.
ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა, დე ფაქტო პრეზიდენტი დღეს ცდილობენ შექმნან მმართველობის სურათი, როცა რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებული. თვითონაც იმალებიან. იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში ჩაკეტილი კარების მიღმა, არამედ მათი ყველა მოქმედება არის ასევე დამალული, არა ახსნილი და გატანილი ზოგჯერ ქალაქიდანაც, როგორც ამბასადორიალის მაგალითით.