აშშ-ქართული ოცნება

კოენი საქართველოზე: საჭიროა შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები

"ჰელსინკის კომისიის" წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.

ამბობს ქართული კოშმარის არაღიარების აქტის თანაავტორი, კონგრესმენი სტივ კოენი ამერიკის ხმასთან.

კომენტარები