თბილისის ყოფილი მერი და სახელმწიფო მდივანი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლეკიშვილი 1990-1991 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი წევრი იყო.
აღსანიშნავია, რომ მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ნიკო ლეკიშვილს 1993-1995 წლებში თბილისის მერის, ხოლო 1995-1998 წლებში საქართველოს პირველი სახელმწიფო მდივნის პოზიცია ეკავა.