ფოთი

შ-ფოთის ცნობით, ფოთში ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას თავს დაესხნენ

ორგანიზაცია შ-ფოთის ინფორმაციით, ქალაქ ფოთში მდებარე კაფე-ბარ "ლიმენაში" მყოფ ხალხს ორმა უცნობმა ქალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს, ელისო ჯანაშიას:

"დაიწყეს ლანძღვა, აქ გარყვნილების ბუდეაო, გეი პროპაგანდით გაჟღენთილი, იძახდა ევროპა რად გინდათო და ფიზიკურად იძალადა ელისო ჯანაშიაზე". - წერს შ-ფოთი.

ორგანიზაციის ცნობით, მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები